ლონდონში საკუთარი ავტომობილით ყოველი მგზავრობისთვის ლონდონელებს შესაძლოა, ფულის გადახდა მოუწიოთ. აღნიშნული იდეით ლონდონის მერი გამოვიდა. ამის შესახებ გამოცემა Guardian-ი წერს.
მერის აზრით, მსგავსი რეგულაცია ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლას და მიაახლოვებს მიზანს, რომლის თანახმადაც ქალაქი 2030 წლისთვის უნდა გახდეს კარბონ-ნეიტრალური.
აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის ისინი აპირებენ შეიმუშავონ სისტემა, რომელიც გამოითვლის გავლილ მანძილს, გზაში ყოფნის დროს და ავტომობილის ადგილმდებარეობას. სირთულიდან გამომდინარე სისტემა შესაძლოა, 2024 წლამდე ვერ ამოქმედდეს. თუმცა, მძღოლები შესაძლოა, მანამდეც დაბეგრონ.
მუნიციპალურ კომპანია Transport for London-ი რამდენიმე მარტივ ალტერნატივაზე მუშაობს. მათ შორისაა, მაგალითად ყოველდღიური გადასახდელი „სუფთა ჰაერისთვის“ - საწვავზე მომუშავე ავტომობილებისთვის ყოველი მგზავრობისას, ან დაბალი გაფრქვევის ზონების გაფართოვება, რომელშიც შესვლა ძველი ავტომობილებისთვის 12 გირვანქა სტერლინგი ეღირება. მესამე ვარიანტი კი ქალაქში შესვლისთვის ფულის გადახდას ითვალისწინებს, რომლისგანაც გათავისუფლდებიან ელექტრომობილები და სხვა „მწვანე“: ავტომობილები.