ლონდონის ჩელსის ხელმძღვანელობა მაურიციო სარის შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს. იტალიელ სპეციალისტს, ცალსახად, ძალიან რთული სეზონი გამოსდის. გუნდმა ინგლისში ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყო, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე ქულები დაუგეგმავად დაკარგა და ახლა 4ეულისთვის ბრძოლა უწევს, ევრო ასპარეზზე კი ევროპა ლიგის ნახევარფინალში არიან. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობას გუნდის თამაშის ხარისხი არ მოსწონს და შესაძლო ცვლილებებზე ფიქრობენ. აქტიურად განიხილება ჩელსის ლეგენდარული ფეხბურთელის ფრენკ ლამპარდის კანდიდატურა, 40 წლის ვეტერანმა ფეხბურთელმა "დერბი" ჩემპიონშიფის პლეი-ოფში გაიყვანა და პირველივე სეზონში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გარდა ამისა უნდა აღინიშნოს, რომ ჩელსიში ამ ზაფხულს მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტის დანიშვნა გაჭირდება რადგან FIFA-მ "არისტოკრატებს" ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში მოთამაშეების დარეგისტრირება აუკრძალა, მიზეზი კი 18 წლამდე ფეხბურთელთა გაფორმების რეგულაციების დარღვევაა.