ლონდონელმა თავდამსხმელმა პოლიციელებს დაკავების დროს კოცნა გაუგზავნა. ამის შესახებ დეილი მეილი იუწყება. ინციდენტის შემდეგ, ეჭვმიტანილი ყვიროდა, რომ ყველა მუსლიმის მოკვლა სურდა. შეგახსენებთ, ინგლისის დედაქალაქში მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანებს დაეჯახა, შედეგად 48 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო 10 -მდე მოქალაქე დაშავდა. თავდასხმას პოლიციამ ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
იხიელთ: ლონდონში მიკროავტობუსი მეჩეთიდან გამოსულ ადამიანთა ჯგუფს დაეჯახა - დაიღუპა 1, დაშავდა 8 ადამიანი