შესაძლოა, სოფელ აღაიანში 7 თვის მოკლული ჩვილის მამის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. ეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ გააკეთა. თოლორაიას თქმით, არასრულწლოვანი დედა დაორსულების დროს იყო 15 წლის, ხოლო 15 წლის პირთან სქესობრივი კავშირი დანაშაულია.
კითხვაზე, აღიძვრება თუ არა მამის წინააღმდეგ სისხლის სასამართლოს საქმე, შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა უპასუხა, რომ "შესაძლოა აღიძრას".
შეგახსენებთ, 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.