სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, დარწმუნებულია, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ საქმეში ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ ფსიქოლოგიური იძულების ფაქტს.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.