ფარფლფეხიანთა ოჯახის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელი, ძუძუმწოვარა ლომვეშაპი, რომელსაც ხშორად მორჟსაც უწოდებენ გიგანტური ცხოველია, რომელიც მხოლოდ სამხრეთ პოლუსის ზღვის სპილოს ჩამორჩება გაბარიტებით. ყინულის ხორგზე ეშვებით ჩაბღაუჭების და მოხერხებულად გადაადგილების წყალობით, გოლიათი ცხოველი სრულად ამართლებს საკუთარ ბერძნულ სახელს, რაც თარგმანში "კბილებზე მოსიარულეს" ნიშნავს.