ლომთათიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკითხვაზე ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილს არ იცნობდა, თუმცა ოჯახს, ვისთანაც ის სტუმრად იმყოფებოდა, დიდი ხანია იცნობს. მაღაზიის გამყიდველმა აღნიშნა, რომ გამომძიებლებმა საქმესთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ მას გასროლის ხმა არ გაუგია. მისივე ინფორმაციით, ამოღებულია მაღაზიის გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები. რაც შეეხება მეზობლებს, მათ უჭირთ მომხდარის დეტალებზე საუბარი. ისინი აღნიშნავენ, რომ მოკლულ დავით ქმოსტელს ლომთათიძის ქუჩაზე კერძო საკუთრება გააჩნდა, თუმცა ის აღნიშნულ ქუჩაზე არ ცხოვრობდა და სტუმრად მეგობართან იყო. მკვლელობის ადგილზე, ექსპერტ-კრიმინალისტებმა საგამოძიებო სამუშაოები უკვე დაასრულეს. თბილისში, ლომთათიძის ქუჩაზე 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მეზობლების ინფორმაციით, დავით ქმოსტელი ნიღბიანმა პირმა ჩაცხრილა. შინაგან საქმეთ სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის მუხლით დაიწყო.
იხილეთ:
"ეს ადგილი კი მაგისია, მაგრამ რუსეთში ცხოვრობდა" - რას ამბობენ მეზობლები თბილისში 40 წლამდე მამაკაცის ჩაცხრილვის შესახებ "ნიღაბი ჰქონია გადაცმული, დაუხლია ტყვია და წასულა" - თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს