"ქართული მარში" სახალხო დამცველის პარატთან მასშტაბურ აქციებს აანონსებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი მხარდამჭერებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისთან იმყოფებოდა და ნინო ლომჯარიასთან შეხვედრას ითხოვდა.
ბრეგაძე ამბობს, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს იცავს და ამიტომ ის არ იმსახურებს, რომ აღნიშნულ პოსტზე იყოს.
"ქართული მარშის" ლიდერები აცხადებენ, რომ მასშტაბურ აქციებს სახალხო დამცველის აპარატთან მომავალი კვირიდან დაიწყებენ.