ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ორი პირი გაათავისუფლეს. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. რუსმა სამხედროებმა ორი პირი, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავა.მათი დაკავების შემდეგ, როგორც სუს-ში განაცხადეს, ამოქმედდა ცხელი ხაზი და მომხდარის თაობაზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.