2017 წლის განმავლობაში ლომბარდების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 405 მილიონ 800 ათსი ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 64,7% პროცენტი - ეროვნულ, ხოლო 35,3% - უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული. მათივე ცნობით, გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დანარჩენი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. ამასთან, როგორც "საქსტატის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2017 წლის ბოლოსთვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 393 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის თითქმის ნახევარი - 50,4% უცხოურ ვალუტაშია ნასესხები.
სესხის საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა.