სტატისტიკის ეროვნული სამსახური ლომბარდების სტატისტიკური გამოკვლევის ძირითად შედეგებს აქვეყნებს. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსთვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა."საქსტატის" ინფორმაციით, 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405 მილიონ 800 ათასი ლარი შეადგინა. აქედან 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% - იურიდიულ პირებზე მოდის. კერძოდ, ფიზიკურ პირებზე 391 მილიონი ლარის სესხია გაცემული.
რაც შეეხება მსესხებელთა რაოდენობას, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა რაოდენობა 609 ათას 400-ით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით, 99,6% ანუ 606 ათასი 900 ფიზიკური პირი იყო.