მესტიის საკრებულოს წევრის ლომარ ნიგურიანის მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა ნიგურიანი დამნაშავედ ცნეს და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლე შოთა ბიჭიამ გამოაცხადა. 2017 წლის 25 დეკემბერს მესტიის საკრებულოს წევრი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლომარ ნიგურიანი ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარ ეზოში მოკლეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით 108-ე და 236-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ჯერ არ დაკავებულა და ის ძებნილად ითვლება.