"ლოკომოტივი" და "ტორპედო" 20 000-20 000 ლარით დაჯარიმდნენ. 11 აგვისტოს 85-ე წუთზე შეწყვეტილი "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა განიხილა.მოუსმინეს კლუბის წარმომადგენლებს, განიხილეს ოფიციალურ პირთა მოხსენებითი ბარათები, რის შემდეგაც კლუბების მიმართ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მომდევნო საშინაო მატჩს "ლოკომოტივიც" და "ტორპედოც" უმაყურებლოდ ჩაატარებს. ასევე კლუბებს სეზონის ბოლომდე მიეცათ პირობითი სასჯელი - მსგავსი ქმედების გამეორების შემთხვევაში 3 ქულის დაკლებით.ამასთან, მეოთხე წრის "ტორპედო"-"ლოკომოტივის" შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება.ცნობისთვის თბილისის "ლოკომოტივსა" და ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკირივრებს.