"ლობიო პრეზიდენტის სიტყვაზე მეტად ფასობს", - ამ ლოზუნგით პარლამენტის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სახეზე "ქართული ოცნების" ლიდერების: გიორგი გახარიას, კახა კალაძის, მამუკა მდინარაძის, გია ვოლსკის, ირაკლი კობახიძის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფოტოები აიფარეს, იმის ნიშნად რომ ყველა ეს ადამიანი ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სათამაშოა. ამასთან აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელზეც ფრანგული ფილმიდან "სათამაშო" მუსიკა დაუკრეს