გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ, ლიზ ტრასის განცხადებით, მარცვლეულის კრიზისი გადაუდებელია და მომდევნო თვის განმავლობაში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები ვიხილოთ.
მისი თქმით, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა და მარცვლეულის უკრაინიდან გატანის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შესახებ ესაუბრა.
ტრასმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი შიმშილის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს გაერო-ს მოლაპარაკებებს, მაგრამ რუსეთს არ უნდა მიეცეს მისი გაჭიანურების საშუალება.