პრემიერლიგის 23-ე ტურში, "ლივერპულმა" საკუთარ მიოედანზე "მანჩესტერ იუნაიტედი" 2:0 დაამარცხა. "ლივერპული" 64 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 16 ქულით უსწრებს და თან, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მიმდინარე ჩემპიონატის 22 მატჩიდან "წითლებმა" 21 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა - ამას გარდა, ოცდაორივე შეხვედრაში დალაშქრა მეტოქის კარი, რაც უკანასკნელად "არსენალმა" 2001/02 წლების სეზონში მოახერხა. შეგახსენებთ, რომ კლოპის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 243 მატჩში "წითლებმა" 150 მოიგო, 54 ფრედ დაასრულა და 39 წააგო.