14:54
21 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
"ლივერპული" ევროპის სუპერთასის გამარჯვებულია
15-08-2019

ევროპის სუპერთასის გამარჯვებული მერსისაიდული ლივერპული გხდა. ჩემპონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის გამარჯვებულს ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი არისტოკრატებმა, 36-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანილი გოლით მოიგეს. ტაბლოზე თანაფარდობა სადიო მანემ, მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ძირითად 90 წუთში ბოლო გატანილი გოლი გახლდათ. დამატებით დროში გუნდებმა კიდევ თითო თითო გოლი გაიტანეს. ჯერ თავი სადიო მანემ გამოიჩინა, რომელსაც ჟორჟინიომ პენალტით უპასუხა და 11 მეტრიანების სერია დაინიშნა. პენალტების სერიაში, ჩელსის თავდამსხმელის, ტამი აბრაამის გაფუჭებული დარტყმით ლივერპულმა მოიგო და სუპერთასის მფლობელი გახდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები