LIVE უკრაინიდან: მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება - Palitra News

LIVE უკრაინიდან: მიხეილ სააკაშვილის სახლში სპეცრაზმი კარებს ამტვრევს, ის შენობის სახურავზე იმყოფება

2017-12-05 10:21:55+04:00

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის დავით საყვარელიძის განცხადებით, იმ ბინის კარებს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეცრაზმი ამტვრევს. ამის შესახებ დავით საყვარელიძემ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა.„მიხეილ სააკაშვილის სახლში კარებს ამტვრევენ! კოსტიოლნის ქუჩა, ბინა 32, ვიკრიბებით!“ - დაწერა მან.დავით საყვარელიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი შენობის სახურავზე იმყოფება. ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს.

იხილეთ:

LIVE: სააკაშვილი სახლის სახურავზე და მიმართვა მის სახლთან შეკრებილებისთვის

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სპეცრაზმის მიერ მის ბინაში ჩხრეკის გამო შენობის სახურავზე ავიდა, გადმოხტომით იმუქრებოდა - უკრაინული მედია