რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა "თეთრი ხმაურის" ორგანიზებით აქცია მიმდინარეობს.აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს და უნდა "შეწყდეს ე.წ. ჩადებები".
აქციაზე ასევე იმყოფებიან ჯგუფ "ბირჟა მაფიას" დაკავებული წევრების ოჯახის ახლობლები. მათი განცხადებით, ბრალდება, რომელიც დაკავებულებს აქვთ წაყენებული, უსაფუძვლოა.