საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის სახურავზე მცირე ხანძარი იყო. როგორც "პალიტრანიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის სახურავზე გამწოვს გაუჩნდა.მათივე ინფორმაციით, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.