საქართველოს პარლამენტის ეზოში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. საკანონმდებლო ორგანოს ეზოში ყვითელი ავტობუსებიც დგას, რომლებშიც პოლიციელთა ნაწილი ზის. გავრცელებული ინფრომაციით, პარლამენტის ავტოფარეხში და პირველ სართულზე ასევე სპეცრაზმია მობილიზებული. პარლამენტის შესასვლელში დამოტაჟებულია რკნის ჯებირებიც. სამრთალდამცავები სავარაუდოდ, დღევანდელ აქციისთვის ემზადებიან, რომლიც 15 საათზე, პალამენტის წინ დაიყება. როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, აქცია მაშტაბური იქნება და მას მსვლელობით რამდნიმე ოპოზიცური ძალა შეუერთდება.