"ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ."ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა, როდესაც მატარებლით გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო.აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.