ე.წ. ჩინელების ბაზარში ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს შემთხვევის ადგილზე განუცხადა. მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე მობილიზებულია 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა. ცეცხლი ე.წ ჩინელების ბაზარში გაჩნდა. ადგილზე 14 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.