ბათუმში, სასტუმრო ”ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად არიან გარდაცვლილები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს.ბათუმის მერის ინფორმაციით კი, გარდაცვლილია 3 ადამიანი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხალხის ევაკუაცია და გარდაცვლილების გადმოსვენება.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება. ხანძრის მიზეზები უცნობია.