"ლისაბონის ღამე" - მეოცე საუკუნის გერმანელი მწერლის, ერიხ მარია რემარკის რომანი, ორიგინალი დაწერილია გერმანულად, ნათარგმნია უამრავ ენაზე, მათშორის ქართულადაც. ორიგინალი გერმანიაში გამოიცა 1962 წელს და გამოცემიდან მალევე მხოლოდ ამ ქვეყნის მაშტაბით, 900 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა, 1964 წელს კი რომნი უკვე ინგლისურ ენაზე ითარგმნა და ბრინატეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია. გამოცემიდან 10 თვის მანძილზე, წიგნი პირველ ადგილს არ თმობდა, ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერებს შორის.