ლიპეცკთან ავარიის შედეგად მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადაიყვანენ. გადაწყვეტილება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მიიღო.
უწყების ინფორმაციით, პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ. ამ დროისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქისში გუშინ მოხდა. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.ყველა მგზავრი და მძღოლები საქართველოს მოქლაქეები არიან. პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. 2 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 7 სტაციონარშია გადაყვანილი. დანარჩენებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.