ფრანგული კლუბის "ლიონის" ქალთა გუნდმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონა" 4:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო. "ლიონის" ქალთა გუნდმა არსებობის ისტორიაში ფინალში რვაჯერ ითამაშა და მეექვსედ გახდა გამარჯვებული. ასევე, საფრანგეთის ჩემპიონატი "ოლიმპიკმა" ზედიზედ 13-ჯერ მოიგო, ჯამში კი პირველი დივიზიონის გამარჯვებული 17-ჯერ გახდა.