"ბარსელონას" არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ, "ოქროს ბუცი" - პრიზი მეექვსედ მოიპოვა, რომელიც უეფას წევრი ქვეყნების ეროვნული ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირს გადაეცემა.
გასულ სეზონში 32 წლის არგენტინელმა, პრიმერას 34 მატჩში 36 ბურთი გაიტანა. ადრე მას ეს პრიზი ხუთჯერ 2010,11,12,13,17 და 18 წლებში მოუგია.