დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოხატავს.„ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.