ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს შეეხო. ლინას ლინკევიჩუსის თქმით, კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ჩამოდის. მისივე განცხადებით აღნიშნული ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ის მოწინავე სახელმწიფოა რეფორმების გატარების კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სტატუსია.