ცნობილია, რომ ლიმონი სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მისი სუნი ასოცირდება სისუფთავესთან და განწყობის გაუმჯობესებასთან. თუმცა მის სუნს ბევრად დადებითი თვისებები გააჩნია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ლიმონი გაცილებით ეფექტური ჰაერის გამწმენდია, ვიდრე სპეციალური სითხეები სპრეის სახით, რომელიც ბევრ მავნე ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.ლიმონი ასუფთავებს ჰაერს ყოველგვარი ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების გარეშე.თუ გსურთ ღამით სუფთა ჰაერი ისუნთქოთ და იძინოთ ჯანსაღად, ამაში ლიმონი ნამდვილად დაგეხმარებათ, ის არამარტო გააუმჯობესებს თქვენი ძილის ხარისხს, არამედ გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემასაც.