ლიმიტი დაწესდა სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ მის დაბრუნებაზე: ვის და რამდენ ხანში შეეძლება თანხის უკან მიბრუნება? - Palitra News

ლიმიტი დაწესდა სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის შემდეგ მის დაბრუნებაზე: ვის და რამდენ ხანში შეეძლება თანხის უკან მიბრუნება?

2018-04-10 10:54:35+04:00

სავალუტო ჯიხურებში თანხის გადაცვლის შემდეგ მისი დაბრუნება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას შეეძლება. კერძოდ, თანხის გადაცვლიდან 30 წუთის შემდეგ მის დაბრუნებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მოცულობაც 5 ათას ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს არ აღემატება. ამის შესახებ ცვლილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესში შევიდა.

შეგახსენებთ, რომ სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ. თუმცა, მოქალაქეები თანხის უკან დაბრუნებას მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში შეძლებენ, რისთვისაც ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დასჭირდებათ.