ლილოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, სადაც ნარჩენებისგან საწვავის დამზადება მოხდება. საწარმოს კომპანია "კადევე ჯორჯია" ააშენებს, ხოლო მისი სატესტო რეჟიმში ფუნქციონირება 2019 წლიდან დაიწყება. კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ვაჟა სამადბეგიშვილი განმარტავს, რომ ქვის, ღორღის, კერამიკისა და მსგავსი ტიპის ნარჩენების გარდა, ყველაფრის გადამუშავება მოხდება.
საწარმო საწყის ეტაპზე წელიწადში დაახლოებით, 72 000-დან 75 000 ტონამდე ევროსტანდარტის დიზელსა და დაახლოებით 25 000 ტონა ბიტუმის მიღებას გეგმავს.
"კადევე ჯორჯიას" აგვისტოს ბოლომდე, 50 ჰექტარი მიწის ფართობი უნდა გადაეცეს, სადაც მოსახლეობისა და საწარმოს თანამშრომლების უსიამოვნო სუნისგან განსათავსუფლებლად, გაზშემკრების დამონტაჟება მალე დასრულდება, შემდეგ კი კომპანია სამშენებლო სამუშაოებს დაიწყებს.