ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ სავაჭრო საქონელს ახარისხებენ. როგირც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა სარხან ხაჯიროვმა განუცხადა, მას სავაჭრო პროდუქციის უმეტესი ნაწილი დაეწვა. ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.