ლილოს ნაგავსაყრელზე ცეცხლი სრულად ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, იმ არეალში, სადაც ღია ცეცხლი იყო, ლოკალიზება დილით მოხდა. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი მყარი ნარჩენების ფენებს ეკიდა, რამაც სამუშაოები გაართულა. თუმცა ამ ეტაპზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, სახანძრო სამუშაოებში 5 სამაშველო ჯგუფი და 2 სპეცტექნიკა იყო ჩართული.არსებობდა საფრთხე ცეცხლი გავრცელებულიყო მყარი ნარჩენების მიმდებარედ არსებულ ბუჩქნარზე, თუმცა, ხანძრის ლიკვიდირება მოხდა.