ლიკანსა და ლაფანყურში ხანძრები ლიკვიდირებულია, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. უწყების ცნობით, ლაფანყურში 2 ჰექტრამდე ბალახი დაიწვა, ადგილზე 25-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა, ვიდრე ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია არ დაფიქსირდა.რაც შეეხება ლიკანს, იქ გუშინ ტორფს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ღია ცეცხლის კერები არ არსებობდა, თუმცა იყო დაკვამლიანება. ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.