ლიკა ქავჟარაძეს დღეს, ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობის დაკრძალვის ცერემონია 15 საათზე გაიმართება. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლეგენდარული ქართველი მსახიობი , რომელსაც ყველაზე დიდი აღიარება თენგიზ აბულაძის ,,ნატვრის ხეში” შესრულებულმა მთავარმა როლმა მოუტანა, ერთ კვირაში პერსონალური გამოფენისთვის ემზადებოდა. დეკემბერში კი მისი სახელობითი ვარსკლავი უნდა გახსნილიყო.
იხილეთ: ლიკა ქავჟარაძის შვილი პანაშვიდზე - ფოტოკადრი ვაკის სამების ტაძრიდან