მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. მანამდე ვაკეში მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ლიკა ქავჟარაძის სამოქალაო პანაშვიდზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ვაკის სამების ტაძარში, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდნენ. მსახიობი სამების ტაძრიდან ტაშით გააცილეს. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იხილეთ:
"გედია" და "შეთე" "მარიტას" პანაშვიდზე - სასცენო პარტნიორების გამომშვიდობება "ნატვრის ქალთან" ლიკა ქავჟარაძის შვილი პანაშვიდზე - ფოტოკადრი ვაკის სამების ტაძრიდან"მთელი საქართველო ტირის, მეც მეტირება" - კახი კავსაძემ ლიკა ქავჟარაძეზე საუბრისას ცრემლები ვერ შეიკავა