ლიკა გამოფენის მოწყობას გეგმავდა... - მსახიობის სახლთან ახლობლები და მეგობრები მივიდნენ - Palitra News

ლიკა გამოფენის მოწყობას გეგმავდა... - მსახიობის სახლთან ახლობლები და მეგობრები მივიდნენ

2017-10-11 22:28:35+04:00

აბაშიძის ქუჩაზე მსახიობ ლიკა ქავჟარაძის საცხოვრებელ სახლთან მისი მეგობრები იკრიბებიან. მათი ნაწილი გარდაცვლილის სახლში უკვე იმყოფებოდა. როგორც გარდაცვლილი მსახიობის სახლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს ლიკა ქავჟარაძის მეგობარმა ზაზა კოლელიშვილმა განუცხადა, ლიკა ქავჟარაძე გარდაცვალების მომენტში სახლში მარტო იმყოფებოდა. მისივე თქმით, ის გამოფენის მოწყობას გეგმავდა.

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-მუხლით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.

იხილეთ: მსახიობ ლიკა ქავჟარაძის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს