ლიფტის ვარდნის შედეგად დაზარალებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - Palitra News

ლიფტის ვარდნის შედეგად დაზარალებული პირების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

2020-06-17 13:18:53+04:00

ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მძიმე პაციენტი კვლავ კლინიკაში რჩება.

კავკასიის მედიცინის ცენტრის ნათია ნუცუბიძის განცხადებით 48 წლის მამაკაცს გუშინ ტრავმატოლოგიური ჩარევა ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ხასიათდება. პაციენტს დღეს ნეიროქირურგიული ჩარევა და წელის მეოთხე მალის ფიქსაციაც ჩაუტადა. ბინაზე გაეწერა კიდევ ორი დაშავებული პირი. თავს კარგად გრძნობს იაშვილის კლინიკაში მოთავსებული არასრულწლოვანიც.

შეგახსენებთ, გუშინ ბაგრატიონის ქუჩაზე ლიფტის ჩაწყვეტის შედეგად ოთხი პირი დაშავდა.