ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი, არვიდას ანუშაუსკასი აცხადებს, რომ ნატო-მ უკრაინას ყველა საშუალებით უნდა დაუჭიროს მხარი.
„საჭიროა, უკრაინას ყველა საშუალებით დავუჭიროთ მხარი, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდებით“, - განაცხადა ანუსაუსკასმა გერმანელ კოლეგასთან, კრისტინ ლამბრეხტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღს გულისხმობდა.
ამასთან, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რუსეთი ალიანსში უთანხმოების ჩამოგდების მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ნატომ არ უნდა მისცეს მოსკოვს უფლება, ევროპა გავლენის სფეროებად დაყოს.