ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში ეკონომისტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მის მეტოქეს ინგრიდა შიმონიტე წარმოადგენდა.
წინასწარი შედეგების მიხედვით, 55 წლის ნაუსედამ ამომრჩეველთა 74 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. 44 წლის შიმონიტეს კი, რომელიც ფინანსთა ყოფილი მინისტრია, ამომრჩეველთა მხოლოდ 26 პროცენტმა დაუჭირა მხარი. არჩევნების პირველი ტური 12 მაისს გაიმართა. სულ პრეზიდენტის პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.
პრეზიდენტი თანამდებობაზე 5 წლის ვადით ირჩევა. ახალი პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტეს ჩაანცვლებს, რომელიც აღნიშნულ პოსტს 2009 წლიდან იკავებს.