საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუვაში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, მისი განცხადებით, საქართველოს განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ის ადამიანური რესურსი, რომელიც განათლებას იღებს საზღვარგარეთ. მან შეხვედრისას პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციის პროცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ღიაა ახალგაზრდა კადრებისათვის. სტაჟირების სისტემა კი, მათ საშუალებას მისცემს გამოსცადოს საკუთარი თავი საჯარო სამსახურში, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, შეიტანენ ახალ იდეებსა და ინიციატივებს.