მსოფლიოში პირველი საკოლექციო კრიპტომონეტა ლიეტუვაში გამოვიდა - ამის შესახებ რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი Lietuvos Bankаs-ი იუწყება.ამ კრიპტომონეტის ფიზიკური ანალოგი მიეძღვნა ლიეტუვის საბჭოს 20 წევრს, საზოგადო მოღვაწეებს, რომლებმაც 1918 წლის 16 თებერვალს ხელი მოაწერეს ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს.
ის საბანკო ბარათივით გამოიყურება, ზედა ნაწილი ლიეტუვის დროშის ფერებშია გაფორმებული, რომლის ქვემოთ განთავსებულია ლიეტუვის საბჭოს წევრების ფოტო და ავტოგრაფების რეპროდუქცია, რომელიც მათ დატოვეს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე. მონეტის ნომინალი 19 ევრო და 18 ცენტია.