"ლიდერთა საბჭოს" წევრები ოპოზიციონერ კანდიდატებზე ზეწოლაზე საუბრობენ და აცხადებენ რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარი და უსამართლოა. დემოკრატიული მოძრაობის” ოფისში შეხვედრას 15-მდე პარტიის ლიდერი, საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თვითმართველობაში არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადება 14 ოპოზიციური პარტიის ლიდერთა საბჭომ გააკეთა. საბჭოს წევრებმა პრეტენზიები საარჩევნო პერიოდში მედიაში ოპოზიციური პარტიების საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებითაც გამოთქვეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ მათ ფინანსური რესურსიც გადაუკეტა და ოპოზიციას კუთვნილ საბიუჯეტო დაფინანსებას არ აძლევს.ლიდერთა საბჭოში აცხადებენ რომ ხელისუფლება სერიოზული გაყალბებისათვის ემზადება.