საქართველოში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2018 მე-3 კვარტლის მონაცემებით კი, ამ მაჩვენებელმა 21 მილიარდ 800 მილიონი ლარი შეადგინა.2017 წლის 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიის ჩამონათვალში აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული და ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედი კომპანიები ლიდერობენ. კერძოდ, 10 კომპანიიდან 3 ტოტალიზატორია: „კრისტალბეთი“; “ლიდერბეთი“ და „ევროპა ბეთი“. ასევე ათეულში 3 ადგილი უკავია „სოკართან“ აფილირებულ კომპანიებს - „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“, „სოკარ ჯორჯია გაზსა“ და „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“. აღნიშნული კომპანიების გარდა, 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე საწარმოთა ჩამონათვალში მოხვდნენ ასევე: „ენერგო-პრო ჯორჯია“; „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“; „ჯორჯიან მანგანეზი“ და „ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“, რომელიც ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა-რემონტის სფეროში საქმიანობს.