ლიდერების შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში - Palitra News

ლიდერების შეხვედრა "ქართული ოცნების" ოფისში

2018-10-31 15:34:13+04:00

"ქართული ოცნების" ოფისში ლიდერების შეხვედრა დღესაც განახლდა. არსებული ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ხელმძღვანელი პირები მონაწილეობენ. "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სტრატეგიასა და სამუშაო გეგმაზე მსჯელობს. როგორც ცნობილია, პარტიაში დაანონსებულია საკადრო ცვლილებებიც.შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა.