ლიბიის სანაპიროებთან ნავის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 10 მიგრანტი დაიღუპა. ტრაგიკული შემთხვევა ქალაქ საბრათასთან ახლოს მოხდა. ქალაქის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 18 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. როგორც ნავზე ერთ-ერთი მყოფი ამბობს, ნავზე 25-ზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა, ისინი ლიბიის ქალაქ ზუვარადან ევროპის მიმართულებით აპირებდნენ გამგზავრებას. შეგახსენებთ, ლიბიის დასავლეთი სანაპიროდან მიგრანტები ნავებით ევროპისკენ ხშირად მიემგზავრებიდან. მათი ნაწილი გზაში იღუპება, ვინაიდან ისინი ზღვის გადაკვეთას მცირე ზომის ნავებით ცდილობენ.