ლიბიის სანაპირო დაცვამ 350-მდე მიგრანტი გადაარჩინა. დევნილები ხის ნავით ევროპაში ჩასვლას გეგმავდნენ. სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა მიგრანტები უსაფრთხო ადგილზე, ქალაქ ტრიპოლიში დააბრუნეს. ნავზე ტუნისელი, მაროკოელი, სირიელი და ეგვიპტელი მიგრანტები იმყოფებოდნენ. ნავზე მყოფი დევნილების თქმით ისინი 9 მაისს ქალაქ საბრათადან გაემგზავრნენ. მსგავსი ფორმით 2016 წელს ლიბიიდან იტალიაში 181 ათასი მიგრანტი გადავიდა.