ლიბიაში გაუჩინარებული 23 წლის ქართველი მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს და მას ახლა ექსპერტიზა უტარდება. 23 წლის ქართველი მეზღვაური ლიბიის ერთ-ერთი პორტიდან 7 იანვარს გაუჩინარდა. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გემთმფლობელ კომპანიას შორის, ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყება. დავით რაზმაძის მამის ძმა და მისი მეუღლე 2008 წლის ომის დროს, გორის ვერხვების დასახლების დაბომბვისას დაიღუპნენ. დავით რაზმაძის მამის, ზაზა რაზმაძის ფოტომ, სადაც იგი დაღუპული ძმის ცხედარს დასტირის, მთელი მსოფლიო შეძრა. თავად ზაზა რაზმაძე კი 2014 წელს უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.